პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში

ახალგაზრდა რეჟისორი მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ტერესი უილიამსის გახმაურებული პიესის სასცენო ვერსიას დგამს.

„სითბო, სიყვარული, სინაზე ცოტა არ არის სამყაროსთვის, რომელშიც მხოლოდ სიცივე და სიმარტოვეა“, – ასე პასუხბს, სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი გმირი შეკითხვას მისი არსებობის შესახებ და ამით ხსნის იმ მთავარ კვანძს, რომელიც გიორგი კავილაძის დადგმას საფუძვლად უდევს .

„ვარდის სვირინგი“, – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერა 8 დეკემბერს გაიმართება.