საქართველოს პრემიერი პეკინიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ალმათის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონია გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალმათის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში და ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალიხან ისმაილოვს შეხვდება.
ყაზახეთის რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.