ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევსაც შეხვდა. მან ირაკლი ღარიბაშვილს დელეგაციასთან ერთად, „აკორდას“ სასახლეში უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივების, ინვესტიციების სფეროში არსებული თანამშრომლობისა და ამ მხრივ არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებობს თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მაღალი პოტენციალი.