ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტის დღის წესრიგი დატვირთულია. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მეთაურმა მოლაპარაკებები უმაღლესი რადა-ს თავმჯდომარესთან გამართა. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო-ს, ეუთო-სა და ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ურთიერთმხარდაჭერის მაღალი დონე. ორივე მხარე ადასტურებს მზადყოფნას ამ თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. დღესვე პრემიერი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ზელენსკისაც შეხვდება.
ვიზიტის დეტალებით, თამარ წიკლაური კიევიდან.