პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში გრძელდება. სამუშაო დღეს ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ კოლეგასთან პირისპირ აუდიენციით დაიწყებს, რომელიც გაფართოებულ ფორმატში უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრით გაგრძელდება. მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. გარდა ამისა, დღესვე პრემიერ-მინისტრი უნდა შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტსა და რადა-ს თავმჯდომარესაც. ხვალ მთავრობის მეთაური, 43 ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომლის ფარგლებშიც, ერთობლივი დეკლარაციის შემუშავება იგეგმება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას გუშინ ეწვია. მან გუშინ უკრაინელ კოლეგასთან უკვე გამართა არაფორმალური შეხვედრაც. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები გუშინ ასევე იმყოფებოდნენ საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების სწავლების ცენტრში, სადაც საჩვენებელ სწავლებასაც დაესწრნენ.