პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკვე უმასპინძლა ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. ქართული დელეგაციის ვიზიტის დროს განსაკუთრებული აქცენტი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე კეთდება. ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს წლებია, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს, ქართული პროდუქციის ექსპორტის გაფართოების მომხრეა. მხარეებმა ვიზიტს ისტორიული უწოდეს და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივასაც გაუსვეს ხაზი.