საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო. ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრს აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრი, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი და ჩინეთისა და საქართველოს ელჩები დახვდნენ. დახვედრის ცერემონიაში სპორტსმენი სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. ჩინეთში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.