პრემიერ-მინისტრი განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს შეხვდა. გიორგი გახარიამ უმთავრეს გამოწვევებად სამუშაო ადგილები, განათლება და ქვეყნის უსაფრთხოება დაასახელა. აღინიშნა, რომ უპირველესი პრიორიტეტი სწორედ ამ სირთულეებთან გამკლავებაა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასში განათლების საერთაშორისო ცენტრის 50-მდე სტიპენდიანტი მონაწილეობდა.