პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სტუდენტებთან

პრემიერ-მინისტრი განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს შეხვდა.  გიორგი გახარიამ უმთავრეს გამოწვევებად სამუშაო ადგილები, განათლება და ქვეყნის უსაფრთხოება დაასახელა. აღინიშნა, რომ უპირველესი პრიორიტეტი სწორედ ამ სირთულეებთან გამკლავებაა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასში განათლების საერთაშორისო ცენტრის 50-მდე სტიპენდიანტი მონაწილეობდა.