პრემიერ-მინისტრის მიმართვა მუსლიმ თემს

„იფთარის აღნიშვნა არის ჩვენი ერთობის, ჩვენი ძმობისა და მეგობრობის კიდევ ერთი დასტური“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო არის ისტორიულად მშვიდობიანი, რელიგიური თანაცხოვრების, თანაარსებობის ქვეყანა და ტოლერანტობის ცენტრი. პრემიერის თქმით, ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია მუსლიმი თემის ერთობის თვალსაზრისითაც. იფთარს აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იფთარი არის ვახშამი, რომელითაც მუსლიმები რამადანის მარხვას ასრულებენ.