პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში – შეფასებები

12:05, 15.06.2023

საქართველოს ევროინტეგრაცია და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი – ეს იყო ბრიუსელში საქართველოს პრემიერის შეხვედრების მთავარი თემა იყო. პრემიერ-მინისტრმა ევროპელ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა, თუ რა სამუშაოები ჩაატარა საქართველომ რეკომენდაციების შესასრულებლად და რა ეტაპზეა ქვეყანა ახლა. მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპელი კოლეგების მხარდაჭერას. ოპოზიციის წევრების განცხადებით კი, მთავარი არა შეხვედრები, არამედ ამ შეხვედრების შემდეგ გადადგმული ნაბიჯებია.

მსგავსი