ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილმა არსებული მდგომარეობა საგანგაშოდ შეაფასა, მოქალაქეებს აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ მოსახლეობა მთავრობას გვერდში უნდა დაუდგეს.