რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში გადმოყვანილი ბავშვს ე.წ. ინდური შტამი ჰქონდა. ქვეყანაში ურთულესი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ბოლო პერიოდის განმავლობაში პირველად, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა და ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 2 616 ახალი კოვიდინფიცირებული გვყავს, გარდაიცვალა 26 პაციენტი. რეკორდულია საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი– 7,19% პროცენტი.