ბუქარესტში დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს, რომ შეხვედრაზე ყურადღება რეგიონული პროექტების მნიშვნელობასა და შავი ზღვის მზარდ როლზე გამახვილდა. „დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-რუმინეთის პარტნიორობა საერთო ინტერესების მქონე მრავალი მიმართულებით გაღრმავდება“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.