პრემიერ-მინისტრის ანგარიში

პრემიერ-მინისტრი წლიურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტში ხვალ წარადგენს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, დეოკუპაცია, ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება – ეს იმ საკითხების მოკლე ჩამონათვალია, რომლებზეც ირაკლი კობახიძე ყურადღებას გაამახვილებს. ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს განაგრძობს და პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენას არ დაესწრება. დარბაზში იქნება ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილი. ოპოზიციური სპექტრი მთავრობის წლიურ მუშაობას კრიტიკულად აფასებს და აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის პრემიერობის პირობებში ქვეყანა დაშორდა ევროკავშირს. მმართველი გუნდი მთავრობის წლიურ საქმიანობას პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდის ტემპი.