საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს კახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. პროექტების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს ინფრასტრუქტურის მინისტრმა მიაწოდა. კახეთში გაიმართა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის პრეზენტაციაც. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიღებულია პროექტის ტემპების დაჩქარების გადაწყვეტილება.