მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ტარდება. უსაფრთხოება, ენერგეტიკა და დაკავშირებადობა – ეს არის ის მთავარი თემები, რომელზეც პოლიტიკური დისკუსიები გაიმართება. სამიტს ევროკომისიის, ევროპული საბჭოს და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ასევე 47 ქვეყნის მეთაურები დაესწრებიან. კიშინიოვშია საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში ჩაერთვება. მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.