ბიზნესასოციაცია პრემიერ-მინისტრს ხვდება. დისკუსიას მთავრობის ეკონომიკური გუნდიც ესწრება. საუბარი შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ბიზნესგარემოს, საინვესტიციო კლიმატსა და არსებულ გამოწვევებს. შეხვედრის ფარგლებში, დაგეგმილია არსებულ დინამიკასა და შემაფერხებელ ფაქტორებზე საუბარი. დიალოგის ფორმატში მიმდინარე აუდიენციის ფარგლებში, წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი კითხვები.