პოლონურ-ქართული პროექტი თეატრალურ უნივერსიტეტში

„ეჟი გროტოვსკი: 25 წელი პოლონელი რეჟისორის გარდაცვალებიდან“ – ასე ჰქვია პროგრამას, რომელსაც თეატრალური უნივერსიტეტი, პოლონეთის გროტოვსკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით მართავს. ორ დღიანი ღონისძიება, პოლონელი რეჟისორის, ეჟი გროტოვსკის გარდაცვალებიდან 25 წლის თავს ეძღვნება. ღონისძიების ფარგლებში, რეჟისორის შემოქმედებასა და გროტოვსკის ინსტიტუტის მუშაობაზე ისაუბრეს. ლექციების პარალელურად, გროტოვსკიზე დოკუმენტური ფილმისა და რეჟისორის ორი სპექტაკლის ჩანაწერის ჩვენება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, თეატრალურ უნივერსიტეტსა და პოლონეთის გროტოვსკის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.