„მარიამობის თვე - 1924“- სპექტაკლი თეატრალურ უნივერსიტეტში

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისორ ალექსანდრე ქანთარიას სტუდენტების მონაწილეობით, სპექტაკლი „მარიამობის თვე 1924“ გათამაშდა. სპექტაკლში უნივერსიტეტის დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები მონაწილეობდნენ. დადგმა მაყურებელს 1924 წელს, ბოლშევიკების მიერ რეპრესირებული თავადების ორი ოჯახის ტრაგიკულ ისტორიას მოუთხრობს. სპექტაკლს კულტურის მინისტრი დაესწრო.