პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვარშავა არ მიიღებს მიგრანტების განაწილების ევროკავშირის მექანიზმს იმის მიუხედავად, რომ ევროპარლამენტმა მიგრაციის პაქტი დაამტკიცა. ამის შესახებ დონალდ ტუსკმა ბრიფინგზე განაცხადა. თავშესაფრისა და მიგრაციის შესახებ პაქტს ევროპარლამენტის 301 წევრმა დაუჭირა მხარი. 272 დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა, 46-მა კი თავი შეიკავა. მიგრაციის შესახებ პაქტი საბოლოოდ ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეგულაციას მხარს არ დაუჭერს.