პოლიტსაბჭოს სხდომა „ლელოში“

„ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხები იყო პარტია „ლელოში“ გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის მთავარი თემა. გუშინ დაანონსებული გაფართოებული სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის პოზიცია მამუკა ხაზარაძემ გაახმოვანა. მისი განცხადებით, „ლელო“ საზოგადოებრივი წინააღმდეგობრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს და პარტია მხარს დაუჭერს პროდასავლური ძალების ყველა აქტივობას, რომელიც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის ჩაგდებას შეუწყობს ხელს.

კანონის პლენარულ სხდომაზე გატანის დღეს კი, პარტია მასშტაბურ აქციას აანონსებს.