პოლიტიკური შეფასებები

კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები შეფასებები თემაა თბილისში. კონგრესმენებმა, ბილ კიტინგმა და ჯო უილსონმა ორპარტიული „მეგობრობის აქტზე” ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ეს ქართველი ერის მხარდასაჭერად შემუშავდა. მათივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობისა და მათი გუნდის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. აღნიშნულ განცხადებების შეფასებისას ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება თავის ქმედებით საერთაშორისო ურთიერთობებს აზიანებს და ქვეყანას იზოლაციის საფრთხეს უქმნის. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ქვეყნის წინსვლასა და დემოკრატიის განვითარებაზე საერთაშორისო კვლევები მეტყველებს და პარტნიორებმა ამით უნდა იხელმძღვანელონ.