პოლიტიკური სუბიექტები პროპორციული სიების პრეზენტაციისთვის ემზადებიან.
საპარლამენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მწვავდება რიტორიკა და ბრალდებები. ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს მარათონში ჩართული პარტიები მოქალაქეებს საკუთარ საარჩევნო პრიორიტეტებზე ესაუბრებიან. თავის მხრივ ადგილობრივები მაჟორიტარობის კანდიდატებს კონკრეტული ქალაქის თუ რაიონის პრობლემებს აცნობენ.