ჩახსნილი პროპორციული სიების საკითხი

აღდგება თუ არა ოპოზიციის ჩახსნილი პროპორციული სიები, – ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო სიების აღდგენას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება. მათი განმარტებით, დემოკრატიული პროცესისთვის აუცილებელია, რომ ოპოზიცია სრულად იყოს წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში. უმრავლესობაში კი, ოპონენტების მოთხოვნას არასერიოზულს უწოდებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპონენტების ეს მოთხოვნა პოლიტიკური უთავმოყვარეობაა. შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა უმრავლესობა სიების აღდგენასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სიების აღდგენას არცერთ შემთხვევაში არ ექნება გამართლება.