გენდერული კვოტირება

გენდერული კვოტირების თემა კიდევ ერთხელ აქტიურდება.

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს კომიტეტების მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს ახსენებენ. მესამე სექტორის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების პროპორციულ სიებში გენდერული ბალანსი უნდა იყოს დაცული და სიებში ყოველი მეორე გასხვავებული სქესის კანდიდატი უნდა იყოს.

38 000-მდე მოქალაქის ხელმოწერით შესული საკანონმდებლო ინიციატივის გარშემო დეპუტატებს შორის აზრი ორად არის გაყოფილი.