ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი შესაძლოა მეხუთე ვადით გახდეს. მანამდე ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ, კორუფციული ბრალდებების მიუხედავად, მოქმედ პრემიერს გამარჯვების შანსი ჯერ კიდევ აქვს.
არ არის გამორიცხული, რომ ისრაელის პოლიტიკურ ველზე ისევ გამოჩნდეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ეჰუდ ბარაკი და ისრაელის თავდაცვითი ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, ბენი განცი.