ფარული ჩანაწერების საქმეზე კვლავ გრძელდება პოლიტიკოსების მხრიდან განცხადებები. ოპოზიციას იმედი არ აქვს, რომ საქმეზე ობიექტური გამოძიება ჩატარდება. საპირისპირო განცხადებები კეთდება უმრავლესობის წევრების მხრიდან. ისინი ჩანაწერების ავთენტურობის დადგენაზე მიუთითებენ. ეკა ბესელიას ინფორმაციით, პარლამეტი მუშაობს იმ ფორმატზე, თუ როგორ მიიღებს საკანონმდებლო ორგანო ინფორმაციას გამოძიების დასრულების შემდეგ, რადგან ჩანაწერებში ერთ-ერთი ფიგურანტი დეპუტატია.