საქართველოსთან დაკავშირებით, ამერიკელი კონგრესმენის მიერ შემუშავებული კანონპროექტი კვლავ შეფასებების თემაა
საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებული კანონპროექტი კვლავ შეფასებების თემაა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტსა და გამჭვირვალობის შესახებ დოკუმენტს ვაჭრობის თემად ვერ აქცევენ. სხვა შემთხვევაში, დისკუსიისთვის კი მზად არიან. განსხვავებულია მათი ოპონენტების პოზიცია. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს კარგი შანსი აქვს, ისარგებლოს შემოთავაზებული სიკეთეებით, მის წინააღმდეგ წასვლა კი, ანტისახელმწიფოებრივია.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებული კანონპროექტი ამერიკულმა გამოცემა „პოლიტიკომ “ მოიპოვა. კანონპროექტის მიხედვით, თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის კანონზე, მაშინ ამერიკა დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთვის პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმის დაწესებასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე. ასევე შემუშავდება სამხედრო დახმარების პაკეტი. „პოლიტიკოს“ მიხედვით, ეს პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ საქართველო აჩვენებს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიის განმტკიცებაში.