პაციენტს ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების მიზნობრიობის გაკონტროლების საშუალება ექნება.
ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის პრევენციის მექანიზმს ნერგავს. სიახლე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და საექიმო საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრმა გააცნო. სპეციალური ვებ გვერდის მეშვეობით, პაციენტები სამინისტროში შექმნილ სამუშაო ჯგუფთან ონლაინ რეჟიმში გადაამოწმებენ, ჭარბია თუ არა ექიმის მიერ მათთვის გამოწერილი მედიკამენტები.
დავით სერგეენკოს განცხადებით, ახალი ინსტრუმენტი პაციენტს მისი კლინიკური მდგომარეობისთვის, მიზნობრივზე მეტი პრეპარატის მიღებისგან დაიცავს. პლატფორმის მოხმარება საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია. რა სანქციები იქნება დარღვევების შემთხვევაში, ეს ჯერჯერობით უცნობია.