პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს პატიმრობა შეეფარდა

მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ მას მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონია. მისი ადვოკატი წარდგენილი მუხლის შეცვლას ითხოვს.

შემთხვევა 15 ივნისს სოფელ მუხაესტატეში ღამის სამ საათზე მოხდა.

27 წლის ადგილობრივმა სამმართველოს პოლიციის უფროსს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. წინა სასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 7 აგვისტოს ჩაინიშნა.