მადლობა ხელისუფლების პირველი პირებისგან და დაჯილდოების ცერემონია – პოლიციელები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს პროფესიული ჯილდოები გადასცეს, ცერემონიის დროს წარადგინეს სპეციალური ტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობაც. სამართალდამცავებმა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრისგან და პრემიერისგან ხელფასების ზრდის, სოციალური პირობების გაუმჯობესების და პროფესიული ზრდის ხელშეწყობის პირობა მიიღეს.