გამთენიისას პოლიციამ აქციის ის მონაწილეები დააკავა, რომლებმაც კოსტავას ქუჩაზე პოლიციის კუთვნილი მანქანა დაამტვრიეს.
ინციდენტი ცოტა ხნის წინ მოხდა, მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირიდან ჯერ კოსტავას, შემდეგ კი მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს და ბოლოს ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ გაჩერდნენ.
ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გზის რეაბილიტაციის გამო ქუჩა გადათხრილია, აქციის მონაწილეებმა ქვები მოიმარაგეს. დემონსტრანტებმა ფილარმონიის წინ მანქანა ამოატრიალეს და დაამტვრიეს. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირზე არსებული გზის ჩამკეტი ბარიერები გამოიყენეს, რომ ვარაზისხევი ჩაეკეტათ. ბარიერების ნაწილით ისინი მეტროსადგურ „რუსთაველისკენ“ მიემართებოდნენ, რა დროსაც სამართალდამცავებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.