პოეტი ზვიად რატიანი ხელწერილით გამოუშვეს

პოეტი ზვიად რატიანი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სახესა და კიდურებზე დაზიანებები აღენიშნება, რაც მისივე მტკიცებით, პოლიციელებმა მიაყენეს. როგორც მისი მეგობრები ამტკიცებენ, რატიანს ძლიერი თავის ტკივილები აქვს, რაც შესაძლოა, ტვინის შერყევას უკავშირდებოდეს.

რატიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშივე მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. ზვიად რატიანი გუშინ, საღამოს 6 საათისთვის თამარ მეფის გამზირზე აიყვანეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობას.

ამ დროისათვის რატიანი თავისუფალია. ის ხელწერილით გამოუშვეს. ზვიად რატიანმა მომხდარის შესახებ ჟურნალისტებთან დეტალურად ისაუბრა.