შსს- პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე ორივე მხარის პასუხისმგებლობა იკვეთება
შსს- პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე ორივე მხარის პასუხისმგებლობა იკვეთება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე, წინასწარი შესწავლის შედეგად, ორივე მხარის პასუხისმგებლობა იკვეთება.

ამის შესახებ აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ზვიად რატიანის დაკავების საქმეს შსს-ს გენერალური ინსპექცია სწავლობს.

“პირველადი შესწავლის შედეგად, იკვეთება ორივე მხარის პასუხისმგებლობა. ამავე დროს, წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტის საბოლოო გამოძიებამდე უფლებამოსილებას შეუჩერებს ზემოაღნიშნულ პოლიციელს. რაც შეეხება , მოქალაქე ზ.რ.-ს, იგი ამჟამად გათავისუფლებულია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.