პოდოლიაკის განცხადება - გამოხმაურება თბილისში

პოლიტიკური სპექტრი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას აფასებს. უკრაინელი ჩინოსნის თქმით, საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროკავშირის წევრი. „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა არ ექნება ევროპული ღირებულებების აბსოლუტური უარყოფის, მაქსიმალურად პრორუსული, გენოციდური ტიპის ქცევის გამო – ის ამცირებს საკუთარ ყოფილ პრეზიდენტს, საკუთარ ამჟამინდელ პრეზიდენტს. ზურაბიშვილი დემონსტრაციულად ხდება იმპიჩმენტის შესახებ კანონის სამიზნე და ეს არის ყველაზე ამაზრზენი ქცევა ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“, – აღნიშნა პოდოლიაკმა. მან ასევე ისაუბრა საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შესახებ და აღნიშნა, რომ ევროპელი დიპლომატი შეეცადა პოტენციური პარტნიორები სწორ გზაზე დაეყენებინა.