პლატფორმა „ერთიანობის“ განცხადება

ახალი პოლიტიკური პლატფორმის, „ერთიანობის“ ლიდერებმა დღეს ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, შესაძლოა, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება შეფერხდეს. გაერთიანების ლიდერებმა თბილისის მერს მიმართეს კითხვით – „როგორ აპირებს დედაქალაქის მეტროს სადგურების რეაბილიტაციასა და ახალი ვაგონების შეძენას, მაშინ როდესაც აღნიშნული პროგრამა პარტნიორი სახელმწიფოებისა და დასავლური ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს“ მათი განცხადებით, ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური შედეგები საქართველოსთვის უმძიმესი იქნება.