ლევილის ისტორიულ მამულში პირველი ქართული ფესტივალი გაიხსნა.
პირველი დღის საფესტივალო პროგრამის პირველ დღეს თოჯინების სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი და ფოლკლორული ანსამბლ „მარგალიტის“ კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე წარდგა საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტიც. საღამოს თეა წულუკიანი საფრანგეთში საქართველოს ელჩთან ერთად დაესწრო.
ფესტივალი 20 აგვისტომდე გაგრძელდება და სტუმრებს ყოველ შაბათ-კვირას მიიღებს. მეოცე საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ, ლევილის მამული ასეთ მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებებს პირველად მასპინძლობს.