საქართველოსთვის ისტორიული ჩემპიონატი იწყება.
პირველად ისტორიაში ჩვენი ქვეყნის კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. ილია ზუროსის გაწვრთნილი გუნდი უკვე იაპონიის კუნძულ ოკინავაზე იმყოფება და დაგეგმილი შეხვედრებისთვის, ოპტიმალური შემადგენლობით, აქტიურად ემზადება. ჩვენი გუნდის მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე სლოვენიის, ვენესუელასა და კაბო ვერდეს ეროვნული გუნდები იქნებიან.
კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ დაიწყება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. ჩვენი ნაკრების ყველა შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.