პირველ არხზე ახალი მეგაპროექტი „SHARK საქართველო“ იწყება

მომავალი სატელევიზიო სეზონიდან საქართველოს პირველ არხზე ახალი მეგაპროექტი იწყება.

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ცნობილი გადაცემის ქართული ანალოგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ინოვაციური ბიზნესიდეების რეალობად ქცევა და დაფინანსების მიღება ან უკვე არსებული ბიზნესის განვითარება სურს. პროექტში სახელწოდებით, „შარკ საქართველო“ მათ შესაძლებლობებს ხუთი ბიზნესმენი შეაფასებს და გადაწყვეტს, დააბანდებს თუ არა მათ იდეებში ინვესტიციებს.

მარიამ ბერძენიშვილი გაგვაცნობს, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ პროექტით დაინტერესებული ადამიანები და სად უნდა გააგზავნოთ აპლიკაციები.