„საქართველოს ვარსკვლავის“ მესამე ლაივშოუ გაიმართა

საქართველოს პირველი არხის მუსიკალური მეგაპროექტის, საქართველოს ვარსკვლავის   ესამე ლაივშოუ. კონკურსს კიდევ ერთი მონაწილე გამოეთიშა. აუთსაიდერებს შორის მოხვდნენ ნიკა კალანდაძე და მარიამ გოგიბერიძე. აქედან ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა ნიკა კალანდაძემ მიიღო და პროექტი დატოვა.

ლიდერი კი, ხმების რაოდენობის მიხედვით, თორნიკე ყიფიანი გახდა. კონკურსის მთავარი პრიზისთვის – ევროვიზიის საგზურისთვის, შემდეგი კონკურსანტები იბრძოლებენ: მარიამ გოგიბერიძე, ანრი გუჩმანიძე, თამარ კაკალაშვილი, დავით რუსაძე, ბარბარა სამხარაძე, მარიამ შენგელია და თორნიკე ყიფიანი.

საქართველოს ვარსკვლავი

დატოვე კომენტარი