საქართველოს პირველი არხი ერთდროულად ორ მეგაპროექტს იწყებს

საქართველოს პირველი არხი ერთდროულად ორ მეგაპროექტს იწყებს. „საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე სეზონის პირველი ეპიზოდი ეთერში დღეს, 22:00 საათზე გავა, მაყურებელი კასტინგების მონაწილეებს გაიცნობს. მეორე სეზონზე ჟიურიმ ის ათეული უნდა შეარჩიოს, რომელიც 16 ნოემბრიდან ლაივშოუებზე თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე გადაინაცვლებს.

„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულს და „ევროვიზია 2020“ის მონაწილეს მაყურებელი შეარჩევს. პროექტის გრანდიოზული ფინალი 31 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს ვარსკვლავი