საქართველოს პირველ არხსა და ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მიზანი წინასწარ შეთანხმებული პროექტების ფარგლებში შესაბამისი ინფორმაციის გაცვლაა. 2027 წელს საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის ორგანიზებით თბილისში ფლებო-ლოგთა მსოფლიო კავშირის კონგრესი ჩატარდება. ღონისძიების მედია-მხადამჭერი საქართველოს პირველი არხი იქნება. კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობების ექიმები, მათ შორის, რადიოლოგები, კარდიოლოგები, ენდოკრინოლოგები, ნევროლოგები, გინეკოლოგები მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან. ჩატარდება მასტერკლასები, ვორქშოფები და შეხვედრები. კონგრესს შვიდი დღის განმავლობაში 2500-ზე მეტი უცხოელი სტუმარი ეყოლება. აღნიშნული ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის შესახებ ცნობადობის გაზრდას და ტურისტული პოტენციალის განვითარებას.