პიროტექნიკით დაშავებულები ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან

ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით დაშავებულები ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან. პაციენტთა ნაწილმა საავადმყოფოები უკვე დატოვა. ნაწილი კი მკურნალობას ჯერ ისევ განაგრძობს. ახალი წლის ღამესა და პირველ იანვარს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, საქართველოს მასშტაბით, 81 ადამიანი დაშავდა.

31 დეკემბრისა და პირველი იანვრის მონაცემებით, თბილისში პიროტექნიკით დაზიანების 48 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო რეგიონებში – 33. დაშავებულებს შორის შვიდი ბავშვია, მათგან ერთ-ერთს თითების ამპუტაცია დასჭირდა. თბილისში დაზიანებული 48 მოქალაქიდან, ჰოსპიტალიზება 35-ს დასჭირდა, ხოლო რეგიონებში დაზარალებულთაგან, 16 მოქალაქეს.