პიროტექნიკით დაშავებულები

საკანონმდებლო რეგულაციების და სიფრთხილისკენ უამრავი მოწოდების მიუხედავად, ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საქართველოში 81 ადამიანი დაშავდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 51 ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი, მათ შორის არიან ბავშვებიც. იყო თითების ამპუტაციის შემთხვევებიც.