ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ქვეყანაში ცალკეული შეზღუდვები მაინც შენარჩუნდება და საკანონმდებლო დონეზე აისახება.
შესწორების შემდეგ მზად არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელმაც პარლამენტში უთანხმოება გამოიწვია. ამიტომ თავდაპირველი ვერსიის შეცვლა და მისი შერბილება გახდა საჭირო. მათ შორის პირბადეებთან დაკავშირებით. თუ მანამდე საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 50-ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული, ახლა სანქცია 20-ლარამდე შემცირდა. გათვალისწინებულია ცალკეული გამონაკლისებიც.
მარიამ სეთურიძე გაგვაცნობს, რა შემთხვევაში არ დაჯარიმდებიან მოქალაქეები და რჩება თუ არა კანონპროექტის ახალი ვარიანტი მაინც სადავო.