პირადობის მოწმობის შესაძლო გაყალბების საქმე

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის შესაძლო გაყალბების საქმეზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე მორიგ განმარტებას აკეთებს.

სოსო გიორგაძის განცხადებით, მისი უწყება კანონის ფარგლებში მოქმედებს და დარწმუნებულია, რომ ამას პროკურატურაც დაადასტურებს.

გიორგაძე ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებაში ყველა მტკიცებულება უკვე გადაგზავნილია, მათ შორის ისეთი დოკუმენტაციაც, რაც პერსონალური მონაცემებიდან გამომდინარე, მედიაში არ გავრცელებულა.