კახა ასკურავა გამოკითხვაზე იმყოფება

ლანჩხუთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კახა ასკურავა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

უწყებაში შესვლამდე ასკურავამ განაცხადა, რომ თან აქვს 17 პირადობის მოწმობა, რომელიც მისი თქმით, საარჩევნო უბანთან 200 მეტრში იპოვა და რომელიც მისი განცხადებით, ხელისუფლებამ არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენა.

ასკურავას თქმით, პირადობის მოწმობების ნაწილი 2004, 2006 და 2008 წლებში არის გაცემული, თუმცა ასკურავა ამბობს, რომ აპარატები ახლაც ინახება იუსტიციის სახლებში.