„სილქნეტის“ ასეულობით მომხმარებლის პირადი მონაცემები, სავარაუდოდ, საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.
კვლევა დაწყებულია. როგორც ირკვევა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კერძო პირმა მიმართა. სპეციალისტები ახლა არკვევენ, რა ტიპის მონაცემებმა გაჟონა სატელეკომუნიკაციო კომპანიიდან – მხოლოდ პირადობის მოწმობებმა, თუ სხვა სახის, მათ შორის საბანკო მონაცემებმაც. თავად „სილქნეტი“ ფაქტს კომპიუტერული ინციდენტით ხსნის.
რატომ არ იმუშავა პირადი მონაცემების დაცვის მექანიზმმა სათანადოდ – შალვა სუმბაძე არკვევდა, მოჰყვება თუ არა ფაქტს სამართლებრივი რეაგირება.