პიონგჩანგის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა საზეიმოდ აღიმართა

სამხრეთ კორეის ქალაქ პიონგჩანგის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა საზეიმოდ აღიმართა. ცერემონიას ქართული დელეგაციის წევრები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოდან ოთხი სპორტსმენი იასპარეზებს. ესენი არიან სამთო მოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური, მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და მოციგავე გიორგი სოღოიანი.

ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონია 9 თებერვალს, თბილისის დროით 15.00 საათზე დაიწყება. გახსნისა და ასპარეზობების პირდაპირ რეპორტაჟებს ექსკლუზიურად საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.